მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CITYZEN Central Park - რას მოიცავს $180-მილიონიანი პროექტი თბილისის ცენტრში?

636e2d4873d84
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.22 15:15
25963
CITYZEN Central Park-ი კომპანია CITYZEN-ის პროექტია, რომელიც თბილისის ცენტრალურ რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის და ბიზნეს თაუერის მშენებლობას მოიცავს. CITYZEN Central Park-ის ჯამური ინვესტიცია 180 მილიონ დოლარია.

კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ზაკვოს შენობის ადგილას, 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. ოთხი საცხოვრებელი ბლოკის სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათ შორის მაქსიმალური სართული 25 იქნება. პროექტის ავტორები მის განსხვავებულ კონცეფციაზე საუბრობენ, რომელსაც ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე, ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზოში, ხელოვნურ ტბა, ZEN სივრცე, იაპონურ ბაღი, საბავშვო მოედანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები განაპირობებს.



როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე აცხადებს, დღეისთვის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მშენებლობა სულ მალე დაიწყება. მისივე თქმით, კომპანიის მასშტაბური პროექტი „საქართველოს ბანკთან“ და „თიბისი ბანკთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

„CityZen მხოლოდ არქიტექტურული პროექტი, ან უბრალოდ საცხოვრებელი არ არის, ეს ცხოვრების სტილია. ის ქალაქის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან - თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს. კომპლექსი საცხოვრებელ, რეკრეაციულ და შემოქმედებით სივრცეებს ერთი მთავარი პრინციპის ქვეშ აერთიანებს - ესაა გააზრებული დეველოპმენტი. CityZen-ში იქნება ყველაფერი, რაც ჰარმონიული ცხოვრებისთვისაა საჭირო, იქნება ეს აქტიური ცხოვრებისთვის აუცილებელი სივრცეები და სავაჭრო ობიექტები, თუ სარეკრეაციო ბაღები და დასასვენებელი ზონები.




დღეისთვის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დასრულებულია და სულ მალე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყება. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 4 საცხოვრებელი ბლოკის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. რაც შეეხება ბიზნესთაუერის მშენებლობა საცხოვრებელი კომპლექსის პარალელურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ.





კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ამასთან, პროექტი სრულად ამოქმედების შემდეგ 300–ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ამასთან, CityZen-ში ამბობენ, რომ საცხოვრებელ კომპლექსში, მცხოვრებლების კომფორტსა და ინფრასტრუქტურაზე უწყვეტ რეჟიმში კონსიერჟი, მებაღეები, უსაფრთხოებისა და ტექნიკური სამსახურით თანამშრომლები იმუშავებენ.

მათივე ცნობით, კომპლექსის მცხოვრებლებისთვის შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც ელექტრონული გასაღების გამოყენების, კონსიერჟთან კავშირის სტუმრების შემოსვლა-გასვლის მართვისა და ხარვეზების შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები