მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cityzen Tower by Zaha Hadid Architects-მა - 3 პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა;

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არქიტექტურულ ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Cityzen Tower-მა — პირველმა ცათამბჯენმა კავკასიაში, რომელიც ლეგენდარული არქიტექტურული ბიუროს, Zaha Hadid Architects-ის მიერ არის შექმნილი , მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ერთბაშად სამი უმსხვილესი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული კონკურსის გამარჯვებული გახდა.პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდოების სია:

BLT Built Design Awards (გამარჯვებული) – კატეგორიაში Architectural Design / Residential. ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემათ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან უზადო ურბანული და არქიტექტურული ხედვით. World Architecture Community (გამარჯვებული) – კატეგორიაში Mixed-Use.

აღნიშნული გამარჯვება ხაზს უსვამს კომპლექსის ფუნქციურ მრავალფეროვნებას და მის ორგანულ ინტეგრაციას თანამედროვე ქალაქის რიტმში. World Architecture News (WAN) Awards (ოქროს მფლობელი) – კატეგორიაში Residential. WAN Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული პლატფორმაა და მისი უმაღლესი, ოქროს ჯილდო Cityzen-ის არქიტექტურულ და სტრუქტურულ უპირატესობაზე მეტყველებს.

ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისში მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელიც რეგიონში პრემიუმ კლასის ცხოვრებისა და არქიტექტურული დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. საერთაშორისო აღიარებამ და Zaha Hadid Architects-ის უნიკალურმა ხელწერამ პროექტის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტორებში კიდევ უფრო გაზარდა.მასშტაბური პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2029 წლის ივლისში იგეგმება. პარალელურად, კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები