Cityzen Tower-მა, რომელიც Zaha Hadid Architects- არქიტექტურული ბიუროს მიერ არის შექმნილი, მსოფლიო აღიარება მოიპოვა და სამი უმსხვილესი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგროც კომპანიაში აღნშNავენ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისში მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელიც რეგიონში პრემიუმ კლასის ცხოვრებისა და არქიტექტურული დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. რაც შეეხება ჯილდოებს, Zaha Hadid Architects-ის Cityzen Towerმა BLT Built Design Awards -ზე გამარჯვებულის ტიტული მიიღო კატეგორიაში Architectural Design / Residential. ასევე პროექტი გაამრჯკვებულია World Architecture Community-ს კონკურსში Mixed-Use-ის კატეგორიაში. და ოქროს მფლობელი გახდა World Architecture News (WAN) Awards ზე კატეგორიაში Residential. WAN Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული პლატფორმაა და მისი უმაღლესი, ოქროს ჯილდო Cityzen-ის არქიტექტურულ და სტრუქტურულ უპირატესობას წარმოაჩენს. პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და პროცესი როგროც კომპანიაში განმარტავენ გეგმის მიხედვით. მასშტაბური პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2029 წლის ივლისში იგეგმება. პარალელურად, კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.


































