მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცივის ყველი“: „პანდემიამდე დღეში 400 კგ ყველს ვაწარმოებდით, დღეს - 100 კგ-ის წამოებას ძლივს ვახერხებთ“

60bca4141a480
თათია კაკიაშვილი
07.06.21 09:00
680
„პანდემიამდე და განსაკუთრებით 2019 წელს, დღეში 400 კგ ყველს ვაწარმოებდით, ყველაზე ცუდ პერიოდში, 50 კგ-მდე ძლივს ვახერხებდით წარმოებას. ახლა მეოთხედით შემცირებულად ვმუშაობთ და 100 კგ-მდე ყველს ვაწარმოებთ,“ - ამის შესახებ BMG-ის „ცივის ყველის“ დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განუცხადა.

კომპანია „ცივის ყველი“ სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილ ქართულ ყველს აწარმოებს. პანდემიამდე ის, ძირითადად, ტურისტებზე და უცხო ქვეყნებში ექსპორტზე იყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის მარტიდან კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ყველის წარმოება-რეალიზაციაც შეუმცირდა.

„ახლა ყველი თვეში ერთხელ, ძირითადად, ჩიკაგოში გაგვაქვს ექსპორტზე; კვარტალში ერთხელ - ჩინეთშიც, თუმცა დუბაის ბაზარს პროდუქტს ვეღარ ვაწვდით“, - განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ცივის ყველი“ მაღალ სეგმენტზე გათვლილ ძვირადღირებულ ყველს აწარმოებდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, კომპანიაში საწარმოო პროცესები გადაეწყო და სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებენ, რითაც "ცივის ყველი" ადგილობრივი ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები