მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ციხისძირში ახალი სასტუმრო აშენდება

5bace7db9a673
BM.GE
27.09.18 20:00
1101
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქობულეთში, სოფელ ციხისძრიში ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორებმა ელექტრონულ აუქციონში 220 ბიჯის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები 810 000 ლარად იყიდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენისასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 21 ობიექტი, საიდანაც ბიუჯეტმა 57 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის ინვესტორები 120 მილიონ ლარზე მეტს განახორციელებენ და მრავალ სამუშაო ადგილს შექმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები