მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Cloudflare-ის გლობალური ხარვეზის გამო ვებსაიტები გაითიშა - "ხარვეზმა გავლენა ვებსაიტების მეხუთედზე იქონია"

Cloudflare

ამერიკულ კომპანია Cloudflare-ზე გლობალური ხარვეზი გამოვლინდა.

დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათის შემდეგ დაფიქსირებულმა პრობლემამ ვებგვერდების ფუნქციონირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა. დროებით არ მუშაობდა ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ი და სემ ოლტმენის ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტი ChatGPT. ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედი ვებგვერდები, მათ შორის, bm.ge.

DownDetector-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხარვეზმა გავლენა გლობალური ვებსაიტების მეხუთედზე იქონია.

დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას Cloudflare-ში უკვე გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ სერვისის მიწოდების სრულყოფილად აღდგენისთანავე მომხდარს აუცილებლად გამოიძიებენ. ცნობისთვის, Cloudflare-ი მომხმარებელს კიბერუსაფრთხოების სერვისს სთავაზობს და სწორედ მისი გავლით აქვთ მომხმარებლებს წვდომა ისეთ ვებგვერდებზეც კი, როგორიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალური მედია Truth Social-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები