CME -ის მიერ 13 ნოემბერს ბიტკოინების ინდექსის დალისტვა BitFury Group-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეფრემ ურუმაშვილმა TV პირველზე (საქმიანი დილა) დაანონსა.
მან დერივატივებით მოვაჭრე უმსხვილესი კომპანიის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამხვილა ყურადღება, ჯგუფის, რომელიც NASDAQ-სა და Standard&Poor’s -ზეა წარმოდგენილი. 50 მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანია ყველაზე გავლენიანად მიიჩნევა.
მისი დაინტერესება ინდუსტრიის სტაბილურმა ზრდამ განაპირობა. 1 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $287-დან, $680-მდეა გაზრდილი. ბიტკონის ქცევა ზრდის ახალი ნიშნული მოძიებაზე მიანიშნებს. ფასის ზრდა მოლოდინებმა განაპირობა, რომ ბაზარი ენდობა მას და პერსპექტივასაც აფასებს. მინიშნებს, რომ ციფრული ვალუტა დროში გამოცდილია, 8 წელია წარმატებით ახერხებს ღირებულების მონეტაციას.
არსებული ტენდენციის გათვალისწინებით მოლოდინია რომ დღეს თუ არა ხვალ ბლოკჩეინი პლატფორმა იქნება, ბიტკოინი კი საგადახდო საშუალება. მსხვილი კორპორაციები მზად არიან ამისთვის, ასევე ბაზრის მოთამაშეები - VISA აპირებს ტრანზაქციების გატარებას, ასევე Money Gram -ი გეგმავს ჩართვას.
ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, ელექტრონული ფულის დანერგვა ჩვენ ქვეყანაში ინტერნეტიზაციის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული, თუმცა უფრო მოკლე დრო დასჭირდება, ვიდრე 90 წლებიდან, ინტერნეტიზაციას, რომელსაც დღემდე 20 წლის გავლა მოუხდა. ტემპს მსოფლიო ბაზრების სწრაფად განვითარება აჩქარებს.
ეფრემ ურუმაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ბლოკჩეინის როლზეც გაამახვილა ყურადღება. ჰილარი კლინტონი ამომრჩეველს პლატფორმის სახელმწიფო სერვისებში დანერგვას დაჰპირდა.
აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ამაზე უკვე გაცხადებული აქვს.
GBC.GE

























