თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, construction machinery georgia-ს ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების შესახებ სემინარი ჩატარდა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. სემინარს საგზაო- სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და CMG-ის პარტნიორები ესწრებოდნენ. კომპანია მარინი რომელსაც დღეისთვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული, ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოებს ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება და იტალიური ბრენდის პროდუქტების უპირატესობების განხილვა იყო თბილისში გამართული სემინარის მიზანი. საქართველოში საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მიწვეულ სტუმრებს გამოცდილება Marini turkey—ს წარმომადგენელმა გაუზიარა.
სემინარი თეგეტა ჰოლდინგის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის თეგეტა აკადემიის ჩართულობით გაიმართა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. CMG 2022 წლიდან მარინის ოფიციალური დილერია საქართველოში.