მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 2020 წელი იქნება კატასროფული ტურიზმის სექტორისთვის

5ec2cd2c866c1
მარიამ ადამია
19.05.20 00:00
1017
გაჩერებული საერთაშორისო მოგზაურობა, ტურიზმი და საყოველთაო შეზღუდვები ურტყამს ყველას, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ზარალს ითვლის, როგორც მაგალითად Airbnb-ის პლატფორმაზე განთავსებული პატარა ბინის მეპატრონე, ასევე მსხვილი სასტუმროების ქსელი Marriott International-ი. მსოფლიოს უმსხვილესი ტურიტული ოპერატორების, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 8000 ადამიანი პოსტკორონავირუსულ პერიოდში უსამსახუროდ დარჩება. კრიზისშია ავიაციაც და მაგალითად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, რომ გადარჩეს და დარჩეს ბაზარზე. როგორც CNN წერს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს კვლევების თანახმად, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ისა და სამუშაო ადგილების გენერირებას სწორედ ტურიზმის სექტორი ახდენს. შესაბამისად, დაახლოებით 100 მილიონამდე სამუშაო და მშპ-ში 2 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარი რისკის წინაშეა.

კრიზისიც ხომ შედარებითია, ამიტომაც, ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა იმ ქვეყნებშია, რომლებიც ტურისტულ დოლარს ეყრდნობიან. ტურიზმის შემოსავლების 25%-იანი შემცირება, საშუალოდ 7%-ით შეამცირებს მთლიან შიდა პროდუქტს, ეს მაჩვენებელი კი, მალდივებისა და სეიშელის კუნძლების შემთხვევაში 16%-ს უტოლდება. თუმცა, მდგომარეობა სახარბიელო არც ევროპის კონტინენტზეა და ევროპის პარლამენტის შეფასებით, ტურისტული ინდუსტრია დაახლოებით მილიარდ ევროს კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გზა ბიზნესის გადასარჩენად საზღვრების გახსნა და რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მოგზაურის გაჩენაა, მაინც ეს არის უდიდესი რისკი, რომ კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყება. ფაქტია, რომ უსაფრთხოების ზომების შემუშავების მიუხედავად, ვირუსი მაინც განაგრძობს არსებობას და მოგზაურობაც შესაბამისად რისკიანი ხდება.

რაც შეეხება ავიაციას, უკვე დაიწყეს თანამშრომლების და მგზავრთა განთავსების ადგილების შემცირება ბაზრებზე. British Airways-ის განცხადებით კი, მოთხოვნა, რომელიც 2019 წელს იყო, 2023 წლამდე ვერ აღდგება. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო მთავრობასთან და სამოგზაურო ორგანიზაციებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს იმ სტანდარტებზე, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლს, სანამ Covid-19 წინააღმდეგ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, ასეა თუ ისე, მიმდინარე წელი მაინც კრიტიკულია ყველასთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები