მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CNN: ათი ქალაქი, რომელიც ახალი წლის ღამეს დამთვალიერებლებისთვის დაუვიწყარს გახდის

5c2a2ac9221c0
ნინი თურქია
31.12.18 20:00
1381
CNN იმ ათი ქალაქის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ახალი წლის ღამეს დამთვალიერებლებისთვის დაუვიწყარს გახდის.

1. სიდნეი
სიდნეი პირველი ინტერნაციონალური ქალაქია, რომელიც ახალი წლის ღამეს ხვდება. ფეიერვერკი, რომელიც სანახაობა სიდნეის ნავსადგურისა და ოპერის თავზე იშლება, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

2. ჰონგ - კონგი
ახალი წლის ღამეს ჰონგ - კონგი დამთვალიერებელს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. ვიქტორიას ნავსადგურთან ცა ფეიერვერკებით იფარება და ეს შოუ მუსიკის თანხლებით ვითარდება.

3. ბანგკოკი
„ღამის ქალაქის“ სახელით ცნობილი ბანგკოკი ახალი წლის ღამეს ხმაურიანი და სიცოცხლით სავსეა. CentralWorld Plaza კი, დამთვალიერებლებისთვის მთავარ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

4. დუბაი
ბურჯ-ხალიფას ცათამბრჯენი მსოფლიოში დიდი ყურადღებით სარგებლობს, განსაკუთრებით კი - ახალი წლის ღამეს. 2019 წელს იგი გასაოცარი ფეიერვერკების შოუთი შეხვდება.

5. მოსკოვი
მოსკოვის წითელი სკვერი ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია, თუმცა დაუვიწყარი სანახაობით გამოირჩევა.

6. კეიპტაუნი
კეიპტაუნი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია როგორც აფრიკაში, ასევე - მთელ მსოფლიოში. ახალი წლის სანახაობა კი, მას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ის დამთვალიერებელს გარდა ულამაზესი ხედისა, განახლებულ ვენახსა და ვაზის ბაღებს სთავაზობს.

7. ლონდონი
ლონდონი იმ გამორჩეულ ქალაქთა რიცხვში შედის, რომლებიც დამთვალიერებლებისთვის ახალი წლის ღამეს ჯადოსნურად აქცევენ. დიდ ბრიტანეთში ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ღამის უძველეს პაბში გატარებაა. ერთ-ერთი ასეთი პაბი Old Bell Tavern-აა, რომელიც 1670 წლიდან არსებობს.

8. რიო - დე - ჟანეირო
რიო დე ჟანეირო საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა 2 მილიონ ადამიანთან ერთად სურს. კოპაკაბანას სანაპირო მუსიკალური და ვიზუალური სანახაობით გამოირჩევა. ტრადიციული რიოს ახალი წლის სულის შესაგრძნობად დამთვალიერებელს Jobi Bar-ი მასპინძლობს. ეს არის ქალაქის სოციალური დაწესებულება, რომელიც 1950 წელს გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

9. ნიუ - იორკი
Times Square-ი მთელი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ახალ წელთან ასოცირდება. ბურთის დაცემის სანახაობა კი, ნაციონალური ხასიათის მატარებელია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია Grand Army Plaza, რომელიც ვიზიტორებს ფეიერვერკებსა და გართობას სთავაზობს. Resorts World Casino კი, ერთადერთი კაზინოა ქალაქში, რომელიც ახალი წლის ღამეს წვეულებას მართავს.

10. ლას - ვეგასი
ლას - ვეგასი დამთვალიერებელს დაუვიწყარ ფესტივალს სთავაზობს. შუა ღამეს კაზინოები სახურავებიდან ფეიერვერკებს უშვებენ და ისინი მთელი ქალაქის ცას ფარავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები