მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: მდიდარმა ქვეყნებმა პოტენციური ვაქცინის ნახევარზე მეტი უკვე იყიდეს

5f6349343316e
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 00:10
739
CNN-ი საერთაშორისო არაკომერციულ ორგნიზაცია Oxfam-ზე დაყრდნობით წერს, რომ მდიდარმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, ბრიტანეთმა და იაპონიამ, პოტენციური ვაქცინის ნახევარზე მეტი უკვე შეიძინეს.

Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს წარმოადგენს, თუმცა მდიდარი ქვეყნების მთავრობებმა კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის 51% წინასწარ შეიძინეს.

Oxfam-ის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი 5 ფარმაცევტული კომპანია: AstraZeneca,  Moderna, Pfizer-ი, რუსული Gamaleya და ჩინური Sinovac-ი, სავარაუდოდ ჯამურად 5.9 მილიარდ დოზა ვაქცინას აწარმოებენ, რაც მხოლოდ 3 მილიარდი ადამიანისთვის იქნება საკმარისი, ეს კი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ორი დოზა იქნება საჭირო იმუნიტეტის შესაქმნელად.

Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, 2.7 მილიარდი ვაქცინის დოზა უკვე შეიძინა განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, აშშ-ი, ავსტრალია, ჰონგ-კონგი, მაკაო, იაპონია, შვეიცარია, ისრაელი და ასევე ევროკავშირის ქვეყნები. დაახლოებით 2.6 მილიარდი ვაქცინის დოზა რჩება ხელმისაწვდომი განვითარებდი ქვეყნებისათვის: ბრაზილია, ბანგლადეში, ჩინეთი, ინდონეზია და მექსიკა.

Oxfam-ის გათვლებით, მსოფლიოს მინიმუმ 15 მილიარდი ვაქცინის დოზა სჭირდება, თუკი ვაქცინაციისთვის ორი დოზაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები