მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CNN Money: ნავთობის ფასმა წელიწად-ნახევრის მაქსიმუმს მიაღწია

584e6342d57ea
BM.GE
12.12.16 12:40
1102
OPEC-ისა და რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ნავთობის მოპოვების შეზღუდვას ითვალისწინებს, მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება. CNN Money-ს ინფორმაციით, ნავთობის ფასი 54$-ს გადასცა და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

რუსეთისა და ოპეკის ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის მოპოვების შემცირებას ოპეკის არაწევრი ქვეყნებიც გეგმავენ. გამოცემა წერს, რომ მოპოვებას შეზღდავენ მექსიკა და ყაზახეთიც.

შესაბამის გადაწყვეტილებამდე ქვეყნები მას შემდეგ მივიდნენ, რაც თებერვალში ნავთობის ფასი რეკორდულად- ბარელზე 26 დოლარამდე -დაეცა. ნავთობის მომპოვებელმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვების შეზღუდვა პროდუქციაზე ფასებს გაზრდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები