მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CNN Money: თუ OPEC-მა ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე უარი თქვა, ბარელი ნავთობის ფასი 40$-მდე დაეცემა

583d4f733d7e0
BM.GE
29.11.16 14:10
1896
ბარელი ნავთობის ფასი 40$-მდე დაეცემა, თუ OPEC-მა ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე უარი თქვა - ამის შესახებ CNN Money წერს.

OPEC-მა წინასწარ შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით 2008 წლის შემდეგ პირველად სექტემბერში მიაღწია. თუ შეთანხმება ძალაში შევიდა, პროგნოზირებენ, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 50$ და მეტი იქნება. მაგრამ როგორც CNN Money წერს, არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ OPEC პირობას შეასრულებს. წევრი ქვეყნები საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, ვენაში გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია წევრ ქვეყნებს არ აქვთ.

„ბევრს სჯერა, რომ OPEC-ის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შანსი 50/50-ზეა“,- წერს გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები