მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CNN საქართველოში სამოგზაუროდ 9 მიზეზს ასახელებს

57405e25c6d7e
BM.GE
21.05.16 17:03
5484
საქართველო, ქვეყანა რომელიც რუკაზე ისევე იწერება, როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და სასურველი მიმართულება ხდება, - საქართველოზე სტატიაც გამოცემა CNN აქვეყნებს და 9 მიზეზს ასახელებს, რის გამოც მოგზაურებმა არჩევანი საქართველოზე უნდა შეაჩერონ.

1. თბილისი - გამოცემა პირველ მიზეზად საქართველოს დედაქალქს ასახელებს და წერს, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი თანამედროვე და ანტიკური ხანის არქიტექტურის ნაზავია, რომელიც თბილისის ქუჩებში გვხვდება.

2. უშგული, - ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი - სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იუნესკოს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ტერიტორიები შვეიცარიის კურორტების მსგავსია. გამოცემა წერს, რომ სვანეთსი უძველესი კულტურული ტრადიციების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთსო ადგილია.

3. ღვინის სამშობლო - მესამე მიზეზი რის გამოც ავტორი საქართველოში ჩამოსვლას ურჩევს მკითხველს ქართული ღვინოა. "როდესაც ღვინის სამშობლოზე ვფიქრობთ, ყოველთვის საფრანგეთს, იტალიას და საბერძნეთს ვიხსენებთ, მაგრამ ღვინის დაბადების ადგილი საქართველოა", - ვკითხულობთ სტატიაში.

4. საიდუმლოებით მოცული ქალაქი გამოქვაბულში, - საქართველოში ერთ-ერთ მოსანახულებელ ადგილად CNN ვარძიას ასახელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროპაში ყველაზე უჩვეულო გამოქვაბულები გვხვდება.

5. სუფრა - ქართული ტრადიციული სუფრა 9 მიზეზს შორის მეხუთე ადგილზე მოხვდა.

6. მაღალმთიანი სოფლები - "ზოგი სოფელი იმდენად ახლოს არის ჩეჩნეთთან, რომ თქვენ მესაზღვრეების დანახვაც კი შეგიძლიათ“, - წერს ავტორი და უძველესი ტრადიციების მოყვარულ მკითხველს თუშეთსა და ხევსურეთში წასვლას ურჩევს.

7. ევროპის ყველაზე არარეალური მუზეუმი - 9 მიზეზს შორის მოხვდა გორი და სტალინის მუზეუმიც. "თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სტალინი დიქტატორი იყო, რომელმაც მილიონობით ადამიანი მოკლა, თუმცა მის მშობლიურ ქალაქში განსხვავებულად ფიქრობენ და გარკვეული სიამაყის გრძნობაც აქვთ", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ სტალინის მუზეუმს არაერთხელ უწოდეს "საბჭოთა კავშირის პროპაგანდა“. მისივე თქმით, მუზეუმის რუსეთის ოკუპაციის მუზეუმად გადაკეთებაც იგეგმებოდა, თუმცა არნიშნული არ განხორციელდა.

8. უძველესი და ულამაზესი ტაძრები - ავტორი მკითხველს სვეტიცხოველის, ბაგრატისა და გერგეთის ეკლესიების ნახვას ურჩევს.

9. ქართველი ხალხი - ბოლო მიზეზად ავტორი ქართველების სტუმართმოყვარეობას ასახელებს და წერს, რომ ქართველები ერთი შეხედვით შესაძლოა ძალიან სერიოზული და მკაცრი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები