მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილი ამერიკული კომპანია ელექტროსიგარეტის გაყიდვას წყვეტს - რა გახდა ამის მიზეზი?

5da968b51b66d
მიხეილ ხაჩიძე
19.10.19 00:30
1828

Juul Labs–მა აშშ-ში ხილის არომატული ელექტროსიგარეტების გაყიდვა შეაჩერა. ზედამხედველების მხრიდან ზეწოლის გამო, კომპანიამ ვებსაიტის საშუალებით ინტერნეტგაყიდვებიც სრულიად გააუქმა და დროებით ბაზარს გამოეთიშა. 


Juul-ი ამერიკაში ყველაზე პოპულარული კომპანიაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა არომატის ელექტრონულ სიგარეტს აწარმოებს. შტატებში თავდაპირველად ის სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. გაიზარდა ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარდნენ.


მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციიის ცენტრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ელექტროსიგარეტების მოხმარებით ფილტვების დაავადებების მინიმუმ 530, ხოლო სიკვდილის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, მწარმოებლებზე სერიოზული შემოწმებები და რეგულაციები დაწესდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ძალიან მკაცრი" ზომების გატარების ბრძანება გასცა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას "დიდი პრობლემა" უწოდა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში აშშ-ში ელექტროსიგარეტის გამოყენების შედეგად 26-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები