მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილი ვაზის სანერგე მეურნეობა Rauscedo ქართველ მევენახეებს გამოცდილებას გაუზიარებს

5c4f17cbb436c
თათია ჩაფიჩაძე
28.01.19 19:19
5907
კომპანია “Green solutions-ის” ორგანიზებით, 30 იანვარს მსოფლიოში ცნობილი ვაზის სანერგე მეურნეობა “Rauscedo” ქართველ მევენახეებთან და მეღვინეებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ვირუსებისგან გაწმენდილი ქართული ვაზის ნერგებს წარმოდგენენ და ადგილობრივ მწარმოებლებს მისი მოყვანის წესების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.

კომპანია „Green solutions-ის” დამფუძენებლის რომან ჩხენკელის ინფორმაციით, “Rauscedo” მსოფლიოს ყველაზე დიდი ვაზის სანერგეა, რომელიც წელიწადში 85 მლნ-მდე ნერგს ყიდის.

„კომპანია „Rauscedo-მ“ რამდენიმე წლის წინ გააკეთა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან ბევრი ვაზის ნერგი წაიღეს და მათგან დაახლოებით, ათი, მათ შორის საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე, ვირუსებისგან გაწმინდეს და ამ სახით ბაზარს შესთავაზეს.

ჩვენ გვინდა, რომ დღეს ბაზარს სწორედ ეს პროდუქტი წარვუდგინოთ და ვისაუბროთ ევროპული, ხარისხიანი ნერგების უპირატესობებზე. პრეზენტაციას თავად კომპანიის წარმომადგენლები გამართავენ და დაახლოებით, 40-მდე ადგილობრივი მევენახე და მეღვინე დაესწრება. თუ დაინტერესება იქნება, ასევე ვგეგმავთ იტალიაში გავიყვანოთ ადგილობრივი მწარმოებლები და ადგილზე ვანახოთ სანერგე, ვანახოთ როგორ ხდება მყნობა“, - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას რომან ჩხენკელმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები