ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გლობალურმა კორპორაციებმა 200 000–ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ განაცხადეს. MGM Resorts International-ი და „კოკა-კოლა“ იყვნენ ბოლო კომპანიები, რომლებმაც სამუშაო ადგილების შემცირება შექმნილი კრიზისის გამო გადაწყვიტეს. როგორც Bloomberg-ი წერს, Goldman Sachs-ის ცნობით, ამერიკაში დასაქმებულთა თითქმის მეოთხედს, რომლებსაც დროებით უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ, სავარაუდოდ, უკან ვერც დააბრუნებენ.
ამერიკაში დროებით გაშვებული თანამშრომლების ხელახლა დასაქმება შრომის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, მას შემდეგ რაც მილიონობით ადამიანმა პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა.
გლობალური კრიზისის დაწყების შემდეგ, პირველი სექტორი, რომელიც იძულებული გახდა სამუშაო ადგილები შეემცირებინა, ავიაცია იყო. შემდეგ მათ მოჰყვნენ რითეილერები, გართობის და კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები და ა.შ.
გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ განაცხადეს. ესენია:
MGM Resorts International – 18,000 სამუშაო ადგილი;
Coca Cola Co. – 4,000 სამუშაო ადგილი;
Salesforce.com Inc. – 1,000 სამუშაო ადგილი;
American Airlines Group Inc. – 19,000 სამუშაო ადგილი;
Bed Bath & Beyond Inc. – 2,800 სამუშაო ადგილი;
Estee Lauder Cos. – 1,500-2,000 სამუშაო ადგილი;
Boeing Co. – 19,000 სამუშაო ადგილი;
Raytheon Technologies Corp. – 8,000 სამუშაო ადგილი.
ასევე, 24 ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანიების 400 000-ზე მეტ თანამშრომელს უთხრეს რომ მათ ან დაითხოვდნენ, ან დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვებდნენ, ან კიდევ შესაძლოა სამომავლოდ, სამსახურის დაკარგვა დაემუქროთ. მათ შორისაა, American Airlines Group-ი, United Airlines Holdings-ი და Boeing-ი.