მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola Bottlers Georgia - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია

2-დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა. ფესტივალის მთავარი პარტნიორი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა”. კომპანია, ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი პარტნიორი ორი ფლაგმანი - Coca-Cola და წყალი „მთის“ - ბრენდებით გახდა. სპორტის მხარდაჭერა, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა - სწორედ ამ ღირებულებებს აერთიანებს კომპანია და ამ გზავნილებით უერთდება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ სპორტულ პროექტს. კოკა-კოლას საქართველოში სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს. კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაში. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები