მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola bottlers Georgia-მ Schweppes-ს მარათონის გამარჯვებულები გამოავლინა

გუშინ საღამოს, Factory TBilisi-ში , Coca-Cola bottlers Georgia-ს, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, Schweppes-ის ღონისძიება გაიმართა, სადაც გამოვლინდა Schweppes-ის მარათონის გამარჯვებული 5 ობიექტი. Coca-Cola bottlers Georgia-მ , 10 ივლის წამოიწყო Schweppes-ის მარათონი, რომლის წესებითაც გამარჯვებული გახდებოდა ის 5 ობიექტი, რომლებიც Schweppes-ის სამი ახალი პრემიუმ შეფუთვის ჯანჯაფილის, მოჰიტოსა და ტონიკის არომატებში, გაყიდვების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებდნენ. მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს მასშტაბით ჰორეკა სექტორის ყველა წარმომადგენელს. გამარჯვებული ობიექტებისთვის დაწესდა 25 ათასი ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი და ასევე, Georgian palace hotel & spa Kobuleti-ში დასვენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები