Coca-Cola-სთან პარტნიორობით Radisson Red თბილისმა ორდღიანი საზაფხულო ღონისძიება - Summer Vibes Fest-ი გამართა. ღონისძიებაზე მუშაობა ექვს თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს და იგეგმება, რომ ის ყოველწლიური გახდეს. ფესტივალის მთავარი თემა მუსიკა და მიქსოლოგია იყო და გეგმის მიხედვით, ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, მთავარი პარტნიორი კი კვლავ კოკა-კოლა იქნება, რომელიც ჰორეკა სექტორის მუდმივი მხარდამჭერია.