მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola-მ Costa Coffee-ის შეძენის $4.9 მილიარდიანი გარიგება დაასრულა

5c2f6379157da
ანნა ლაპიაშვილი
04.01.19 18:00
904
Coca-Cola-მ 2019 წელი უმსხვილესი გარიგების დასრულებით დაიწყო - ევროპული ყავახანა Costa Coffee Coca-Cola-ს მფლობელობაში ოფიციალურად გადავიდა.

ევროპული ყავახანების ქსელის Costa Coffee-ს მფლობელ Whitbread-თან შეთანხმება დასრულებულია და ოფიციალური ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულებამ $4.9 მილიარდი შეადგინა.

Reuters-ის ინფორმაციით, ევროპულმა კომისიამ გარიგების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმება, რომლითაც Coca-Cola-მ Costa Coffee შეიძინა, 2018 წლის 31 აგვისტოს დაანონსდა; მაშინვე საერთაშორისო მედიაში დაიწერა, რომ Coca-Cola-ს დირექტორთა საბჭოსგან გადაწყვეტილება ერთსულოვნად მხარდაჭერილი იყო. ანალიტიკოსები მიანიშნებდნენ, რომ კომპანიამ სწორი გათვლები გააკეთა, რადგან ყავის ბაზარი ყოველწლიურად 6%-ით იზრდება.

ლონდონში ბაზირებული კომპანია Costa ევროპაში, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ოპერირებს. კომპანია, დაახლოებით, 4000-მდე სხვადასხვა სავაჭრო განყოფილებას ფლობს; ასევე მის განკარგვაშია ყავის მოხალვის და დისტრიბუციის ქსელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები