გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Coca-Cola განახლებულ ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 10 მილიარდ 850 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და თითქმის $200 მილიონით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.
წინა კვარტალის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგებამ 1 მილიარდ 970 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე უკეთესი შედეგია ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით.
დამაკმაყოფილებელი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Coca-Cola-ს კაპიტალიზაცია 260 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.