მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola-სა და Microsoft-ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა

ko msft

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-სა და Coca-Cola-ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მოცულობა $1.1 მილიარდია და ის Coca-Cola-ს სისტემებში Microsoft-ის სერვისების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას მოიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ კომპანიებს შორის პარტნიორობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და ბოლო კონტრაქტი მათ შორის 2020 წელს გაფორმდა. როგორც ცნობილია, ახალი ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში Coca-Cola სრულად გადავა Microsoft-ის სერვისებზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ინდივიდუალური თანამშრომლების დონეზე.

როგორც Microsoft-ში აცხადებენ, Copilot AI-ს დახმარებით, Coca-Cola-ს თანამშრომლები ეფექტიანობის გაზრდას და სამუშაოს გამარტივებას შეძლებენ, რაც კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე პოზიტიურად აისახება.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის უმსხვილესი კომპანიაა. რაც შეეხება Coca-Cola-ს, მისი კაპიტალიზაცია $265 მილიარდია და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები