მსოფილოს ერთ-ერთმა უდიდესმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, შესაძლოა, კანაფის სასმელის ბიზნესი წამოიწყოს, რისთვისაც მოლაპარაკებები კანადურ კომპანია Aurora Cannabis Inc-თან მიმდინარეობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Coca-Cola გეგმავს ინგრედიენტად გამოიყენოს სამედიცინო დანიშნულების მარიხუანა, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს შეამცირებს.
კოკა-კოლა-ს ინფორმაციით ორივე მხარე დაინტერესებულია, თუმცა ჯერჯერობით კონკურეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კოკა-კოლა-ს მხრიდან კანაფის ბიზნესისადმი ინტერესი, შესაძლოა, ტრადიციული ბიზნესის მოგების კლებას უკავშირდებოდეს.
კოკა-კოლა არის ერთ-ერთი ბოლო კომპანიათაგანი, რომელიც მარიხუანას გამოყენებით დაინტერესდა, მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ინდუსტრია სსწრაფად მზარდი და განვითარებადია.
კანადა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ოფიციალურად 17 ოქტომბერს მიიღებს.

























