ზაფხულის სეზონის ბოლო დღეები შავი ზღვის სანაპიროზე მუსიკითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 12 სექტემბერს Coca-Cola-ს მონაწილეობით ორი განსხვავებული, თუმცა ერთი განწყობით გაერთიანებული ივენთი გაიმართა. ბათუმში „ლე მერიდიენმა“ Coca-Cola-სთან ერთად Pool Party-ს უმასპინძლა, შეკვეთილში კი Café del Mar-ის სეზონის დახურვა დიდი მუსიკალური პროგრამით აღინიშნა. სტუმრებს დღის განმავლობაში აუზი, მუსიკა და სხვადასხვა აქტივობა, საღამოს კი სპეციალური მუსიკალური პერფორმანსები დახვდათ. რა ხდებოდა ორივე ლოკაციაზე და როგორ დასრულდა ზაფხულის სეზონი შავი ზღვის სანაპიროზე?






























