მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცოცხალი ანგარიშები და მათი მნიშვნელობა

5b0908daec244
BM.GE
24.05.18 19:03
3048
სპორტი კარგად იყიდება ყველგან, ყველა დროსა და მოცემულობაში. წარმოგიდგენიათ, თუ რამდენი სპორტული ღონისძიება ტარდება მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ დღის განმავლობაში? უამრავი! ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, ჰოკეი და სხვა მრავალი სახეობის თამაში, მსოფლიოს ყველა წერტილში, ყოველდღე, ყოველ საათსა და წუთში. ადამიანებს ნაწილს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ უყურონ სხვადასხვა შეჯიბრებებს. ამას სხვა ემოციური დატვირთვა აქვს, თავისი აზარტითა და შედეგების გამოცნობით.

შედეგი სპორტის მთავარი მამოძრავებელია, საზოგადოებას კი ძალიან მარტივად შეუძლია თვალი ადევნოს მისთვის საინტერესო თამაშებს ცოცხალი ანგარიშების ვებ-გვერდების მეშვეობით. მსგავსი პორტალები ახდენენ მონაცემების შეგროვებასა და შემდეგ აკუმულირებას ერთ სივრცეში იმისათვის, რომ ჩვენთვის კომფორტული იყოს ამ ყველაფრის ნახვა-შემოწმება. თუმცა წლების მანძლზე მხოლოდ სისწრაფეზე და სანდოობაზე ორიენტირებამ სხვა დეტალები ნაკლებ მნიშვნელოვანი გახადა და მსგავსი ტიპის საიტებმა შეწყვიტეს განითარება. მონაცემების სისწორეზე არის დამოკიდებული არაერთი ადამიანის ფსონის გადაწყვეტილება. სტატისტიკური ანალიზის კომფორტული და უსწრაფესი გზით ჩვენება განაპირობებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაინტერესებული პირი. შესაძლოა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ამ ინფრორმაციის შეგროვება, სისტემატიზირება და გადმოცემა უმოკლეს დროში ურთულესი პროცესია.

სპორტი ტექნოლოგიების პარალელურად ვითარდება, ცოცხალი ანგარიშების პორტალები კი ნაკლებად მიჰყვებიან ამ ტენდენციას. საჭიროა ამ სისტემის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა და არა მხოლოდ არსებული ფუნქციონალების სრულყოფა, არამედ ახალი სერვისების შეთავაზებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები