რამდენიმე დღის წინ, ციფრულ სამყაროს ახალი ქართული პროდუქტი შეემატა - ცოცხალი ანგარიშების ვებსაიტი, Hotscore.com. სიწრაფე და სიზუსტე, სიმარტივე და სიმრავლე - ეს ის მახასიათებლებია, რომლითაც Hotscore-ი მომხმარებელთა გულის მოგებას აპირებს.
Hotscore.com-ი აერთიანებს ცოცხალ ანგარიშებს, სპორტულ სიახლეებსა და სხვადასხვა საინტერესო სერვისს.
Hotscore-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, გიორგი ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ პლატფორმის მიზანია, სპორტის მოყვარულმა მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ სპორტული მოვლენის შესახებ.
ამ ეტაპზე, ცოცხალი ანგარიშების ვებსაიტი, Hotscore.com, ბეტა ტესტინგის რეჟიმში მუშაობს. მასზე ხელმისაწვდომია როგორც ნაცნობი, ისე სრულიად ახალი ფუნქციები. მომხმარებელს შეუძლია ურთიერთშეხვედრების ნახვა და ფავორიტი მატჩების შერჩევა. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი მატჩების სავარაუდო შემადგენლობების გაგება თამაშის დაწყებამდე 1 დღით ადრე, როგორც ფეხბურთზე, ისე სპორტის სხვა სახეობებზე. გარდა ამისა, მომხმარებელი ქართულად იღებს ინფორმაციას მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის, მწვრთნელისა თუ სტადიონის შესახებ. Hotscore-ის ექსპერტების გუნდი იმუშავებს 64-ვე მატჩის პროგნოზზე. საიტზე განთავსდება 64-ვე მატჩში გასული გოლებისა თუ საინტერესო მომენტების ვიდეოები HD ხარისხით. ძალიან მალე დაემატება Android-ისა და iOS-ის აპლიკაციებიც, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ცოცხალი ანგარიშების გაგებას.
Hotscore-ის მიერ მოწოდებული ანგარიშების სიზუსტესა და სისწრაფეზე რამდენიმე საერთაშორისო პროვაიდერი ზრუნავს. ერთ-ერთი, Enetpulse კი, უკვე წლებია, live scoring-ის წამყვან საიტებთან თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ქართული ვებპროდუქტი, რომელსაც საერთაშორისო დონეზე გასვლის პერსპექტივა აქვს, რაც ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

























