მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოცხალი მუსიკა მთელი ზაფხული - „რადისონ ბლუ ივერიას” საზაფხულო პროგრამა ქალაქის ცენტრში

62d124a36b6dc
BM.GE
15.07.22 12:24
593
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია” თბილისის სტუმრებსა და ქალაქში დარჩენილ თბილისელებს მთელი ზაფხული საუკეთესო დასვენებასა და გართობას ჰპირდება.

თბილისის ყველაზე პოპულარული ტერასა, “ფილინი”, ახლა უკვე განახლებული ინტერიერით, სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს ევროპული სამზარეულოს კერძებით, საფირმო კოქტეილებითა და პანორამული ხედებით ქალაქზე. მთელი სეზონის განმავლობაში ტერასაზე ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. მრავალფეროვანი ღონისძიებები „ფილინიში“ შუა კვირიდან იწყება.

მთელი კვირის განმავლობაში ელოდება სტუმრებს „რადისონ ბლუ ივერიას“ ღია აუზი. უქმეებზე აქაც ცოცხალი მუსიკა - მზიანი ზაფხულისა და განწყობის შესაბამისი მელოდიები გაჟღერდება. ყოველ შაბათს ფორტეპიანოს საღამოები იმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე „ივერია კაფეს“ ტერასაზე.



“ჩვენი კომპანია, Silk Hospitality ქვეყნის მასშტაბით „რადისონის“ 3 სასტუმროს მართავს, მათ შორის „რადისონ ქოლექშენ წინანდალს“ და „რადისონ ბლუ ბათუმს“, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი პოპულარობით სარგებლობს ზაფხულის განმავლობაში; თუმცა ის შეხედულება, რომ ზაფხულში დამსვენებლები მხოლოდ ტურისტულ რეგიონებს სტუმრობენ, არასწორია. მართალია, ძალიან დიდი ნაკადი მიდის ქალაქგარეთ, მაგრამ არიან ხარისხიანი გართობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, თბილისიდან გასვლას დიდი ხნით ვერ ახერხებენ; ამასთან, ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შევუქმნათ განსაკუთრებული გარემო ასეთ სტუმრებს და მთელი სეზონის მანძილზე შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროგრამა და სასიამოვნო საღამოები ცოცხალი მუსიკის თანხლებით, რაც მათ მისცემს როგორც განტვირთვისა და დასვენების, ასევე კომფორტული პირადი თუ საქმიანი შეხვედრების შესაძლებლობას.” - იორდი ქუითი, „რადისონ ბლუ ივერიას“ გენერალური მენეჯერი.

ამ ეტაპზე ცნობილია ამ კვირის პროგრამა:

„ფილინი ტერასა“: 14.07 | 20:00-23:00 – Classic Jazz Trio

15.07 | 21:00-00:00 – Bene

16.07 | 21:00-00:00 – Beka Kalandadze

17.07 | 20:00-23:00 – Saxy Jozz & Piano

„რადისონ ბლუ ივერიას“ ღია აუზი:

16.07 | 14:00-17:00 – Machaidze

17.07 | 14:00-17:00 – Stimmhalt

„ივერია კაფე“: 16.07 | 20:00-23:00 – Piano Evening

ღონისძიებებს ყოველკვირეული ხასიათი აქვს. სამომავლო კალენდრისა და სიახლეების სანახავად, გამოიწერეთ სასტუმროს ოფიციალური Facebook გვერდი: https://www.facebook.com/RadissonBluIveriaHotelTbilisi 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები