მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coke Studio - მუსიკალური კამპანია კოკა-კოლასგან

COKE STUDIO ეს არის გლობალური მუსიკალური პლატფორმა, რომელიც ყველაზე ცნობილ და წარმატებულ შემსრულებლებს აერთიანებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ქმნიან მუსიკალურ კოლაბორაციებს მსოფლიოს მასშტაბით. Coke Studio ბრაზილიაში 2007 წელს დაარსდა, და როგორც სტუდია, ხელს უწყობს ნიჭიერ და განვითარებულ შემსრულებლებს შორის თანამშრომლობას მშობლიური ქვეყნებისა და რეგიონების მიღმა. COKE STUDIO - ს კონცეფცია მოგვიანებით, Coca-Cola Company-ის გლობალური მუსიკისა და კულტურის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ჯოშუა ბურკმა მოიწონა, მიიღო და ლაივ სტუდიური ჩანაწერების სესიებით შეიქმნა შოუ, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, შესაბამისად პლატფორმა გაფართოვდა საერთაშორისო მუსიკალურ ფრენჩაიზში. დღეს, ისევე როგორც მისი იდეით და განვითარების ისტორიით, Coke Studio-ს მიზანია მხარი დაუჭიროს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მუსიკალურ ინდუსტრიაში და ასევე დააკავშიროს ისინი ახალ აუდიტორიასა და ახალ მუსიკასთან. Coke Studio-ის სიმღერები ოფიციალურად ხელმისაწვდომია მათ YouTube და SoundCloud არხებზე.

სტუმარი: ზაზა შენგელია - Bravo Records-ის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები