„ვთვლი, რომ ახალი რეგულაციები საგანაგშოა“, - ასე აფასებს საფინანსო სექტორის ახალ რეგულაციებს bm.ge-თან უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი.
ირაკლი კილაურიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით, 2018-ში თითქმის 20%-იანი ზრდა იყო საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში, თუმცა რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია იპოთეკურ დაკრედიტებასთან, პირდაპირ გავლენას იქონიებს დეველოპერების გაყიდვებზე და შესაბამისად, ეს აისახება საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებზეც.
„ვთვლი, რომ საგანგაშოა ახალი რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია იპოთეკურ დაკრედიტებასთან. მოგეხსენებათ, საცხოვრებელი უძრავი ქონება ძალიან დიდად არის დამოკიდებული იპოთეკურ დაკრედიტებასთან. თუ დაკრედიტების ტემპები შემცირდა, შესაბამისად, პირდაპირ გავლენას იქონიებს დეველოპერების გაყიდვებზე და ზოგადად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებზე. თუმცა წინასწარ დასკვნები, რომ არ გამოვიტანოთ, ვნახოთ, როგორი იქნება მომდევნო წლის პირველი ნახევარი, დასკვნების საშუალება რომ გვქონდეს“, - განმარტავს კილაურიძე.

























