მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers MMS წიაღის მოპოვებით დაინტერესებულ პირებისთვის კერძო კარიერების არჩევანს აფართოებს

6166c23a42f6b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.21 09:45
1681
„კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსი“ კერძო მფლობელობაში არსებული კარიერების პორტფელს აფართოებს. კომპანიამ საკონსულტაციო სერვისებთან ერთად არააქტიური ლიცენზიების მენეჯმენტის მიმართულება რამდენიმე თვეა დანერგა.

მომხმარებელს შეუძლია Colliers MMS-ის მფლობელობაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გამარტივებული წესით შესყიდვა, აუქციონისა და დამატებითი ფორმალური ბარიერების გარეშე. პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია ათზე მეტი საბადო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორისაა: მოსაპირკეთებელი ქვები - მარმარილო, ტუფი, გრანიტი, ინერტული მასალები და საცემენტე ნედლეული - კირქვა და მიწისქვეშა თერმული წყალი თანამდევი უძრავი ქონებით. საბადოებზე არსებული წიაღისეული რესურსი გამოირჩევა ხარისხობრივი თვისებებითა და სამრეწველო მარაგით.

უახლოეს პერიოდში კომპანია მის მფლობეობაში არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი კერძო პროექტების კატალოგის პრეზენტაციას გეგმავს. ინფორმაცია განთავსდება კომპანიის ვებპორტალზე www.mm.colliers.ge და დაინტერესებულ პირებს ინტერესის გამოხატვა ონლაინ პლატფორმითაც შეეძლებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ Colliers MMS მომხმარებელს სპეციალიზირებულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, რაც აუცილებელია წიაღისეული რესურსების მოპოვება/გადამუშავებისთვის და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად. კომპანიის კიდევ ერთი მიმართულება გარემოსდაცვითი კონსალტინგია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ოპერირებად კლიენტებს ეხმარება პროექტის დიზაინის, მშენებლობისა და წარმოების ეტაპებზე გარემოსდაცვითი კვლევების განხორციელებასა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები