კიდევ ერთი კომპლექსური კვლევა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომუნიკაციების კომისია ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპს იწყებს. კომისიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. კომუნიკაციების კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები და შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა. რას შეცვლის ახალი კვლევა საკომუნიკაციო ბაზარზე და რა მოგვიტანა პირველმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც მაგთიკომი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების კომპანიად განისაზღვრა?
სტუმარი: უჩა სეთური - მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი;