მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COMODE: "მაღაზიის გახსნა არ გვაწყობს, რადგან ზაფხულის კოლექცია არ გვაქვს"

5ebd6c25e184a
ანუკა ჯოხაძე
14.05.20 20:20
2801
“პრობლემა გვაქვს წარმოებაში, ვერ ვყიდულობთ ქსოვილებს, უცხოეთიდანაც ვერ შემოგვაქვს", – ამის შესახებ ტანსაცმლის ბრენდის COMODE-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ნინო უგრეხელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან ზაფხულის ტანსაცმლის წარმოებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად მაღაზია რომც გახსნან, მაინც ვერ დატვირთავენ მას საზაფხულო ტანსაცმლით.

“თბილისში, როგორც ჩვენ ვართ დაკეტილები, ისე არის დახურული ქსოვილების მაღაზიებიც. რაც გვაქვს ამ ეტაპზე ქსოვილების ნაშთი, იმით კი ვაწარმოებთ, მაგრამ ახალი ქსოვილების შეძენის პრობლემა ნამდვილად გვაქვს, ამიტომ წარმოების კუთხით ვფერხდებით. მარაგების პრობლემა გვექნება აუცილებლად. ვფიქრობ, რომ გაგვიჭირდება "სითი მოლის" ფილიალის შევსება. რომ გვქონდეს შესაძლობლობა მაღაზიის გახნის, არ გვაწყობს, რადგან ზაფხულის კოლექცია არ გვაქვს მზად.

მაქსიმალურად გვჭირდება ხელშეწყობა ხარჯების შემცირების მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ეს იქნება გადასახადების ნაწილი, ჩვენ ახლა ვსარგებლობთ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით, მაგრამ დღგ-ს კუთხითაც სასურველი იქნებოდა რომ რაიმე სახის შეღავათი აემოქმედებინა სახელმწიფოს. ასევე იჯარის კუთხით, "სითი მოლში" ლარის კურსის გაუფასურების გამო, იჯარა გაიზარდა. არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს იგივე გადასახადი გვქონდეს დღესაც", - აცხადებს მაღაზია COMODE-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან საქართველოში გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომლებსაც ქუჩის მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. თუმცა, შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ გავრცელდა ფეხსაცმელებსა და ტანსაცმლის მაღაზიებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები