ჩრდილოეთ/ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ქვეყნების წარმომადგენელ CONCACAF-სა და სამხრეთ ამერიკის CONMEBOL-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა კოპა ამერიკა აშშ-ში ზედიზედ მეორედ გაიმართოს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კვლავ მიიღებს, როგორ მასპინძელი მონაწილეობას.
ტურნირი იმავე ზაფხულს ჩატარდება, როდესაც აშშ მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს ლოს-ანჯელესში. ოლიმპიადა 14 ივლისს იწყება და როგორც კოპა ამერიკა, ასევე ოლიმპიური ტურნირები მოერიდებიან თარიღების გადაკვეთას. ცნობისთვის, 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალი სწორედ 14 ივლისს შედგა.
აშშ-მ ტურნირს მასპინძლობა 2024 წელს გაუწია ორ კონფედერაციას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება გულისხმობდა ექვს ადგილს CONCACAF-ის ნაკრებებისათვის, ხოლო ყველა 10 სამხრეთამერიკული ნაკრები ავტომატურად მონაწილეობდა. შესაბამისად, 2024 წელს ტურნირზე მონაწილეობდა: აშშ, მექსიკა, კანადა, პანამა, კოსტა-რიკა და იამაიკა. მანამდე აშშ-ში ტურნირი მხოლოდ 2016 წელს გამართულიყო.
თუ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2016–2028 წლების შუალედში აშშ ტურნირს ხუთიდან სამჯერ უმასპინძლებს.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, აშშ კვლავ იქნება მასპინძელი, თუმცა CONMEBOL-ს სამხრეთ ამერიკაში სხვა ვარიანტებიც აქვს — არგენტინა და ეკვადორი. არგენტინა თავდაპირველად უნდა გამხდარიყო 2020 წლის კოპას ერთ-ერთი მასპინძელი კოლუმბიასთან ერთად, მაგრამ პანდემიამ და შიდა პოლიტიკურმა არეულობამ ტურნირი ბრაზილიაში გადაიყვანა. ეკვადორსაც ჰქონდა 2024 წელს მასპინძლობის შანსი, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო უარი თქვა.
2024 წლის 16-ნაკრებიან, 32-თამაშიან კოპა ამერიკას 1.6 მილიონი მაყურებელი ესწრებოდა და აშშ-ს ბილეთების გაყიდვის მოდელმა CONMEBOL-ს რეკორდული შემოსავლები მოუტანა. სწორედ ამ ტურნირმა შეადგინა კაცთა ნაკრებების შეჯიბრებებიდან მიღებული საერთო $319 მილიონი შემოსავლის უდიდესი ნაწილი.
ტურნირს პრობლემებიც ახლდა: მწვრთნელები და ფეხბურთელები მწვავედ აკრიტიკებდნენ აშშ-ის სტადიონების მოედნების საფარს. ყველაზე სკანდალური შემთხვევა იყო კოლუმბიისა და არგენტინის ფინალი, რომლის დაწყებაც დაახლოებით 80 წუთით გადაიდო, რადგან მაიამი გარდენსის “ჰარდ როკ სტედიუმში“ გულშემატკივრების ნაწილმა სახიფათო ვითარება შექმნა შესასვლელებთან.
თუ 2028 წლის ტურნირს აშშ უმასპინძლებს, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენა პანდემიის შემდეგ: 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა ერთად ორიგინებენ, ხოლო 2031 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი კანდიდატი სწორედ აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი (მექსიკის, იამაიკისა და კოსტა-რიკის პარტნიორობით) განაცხადია.
2028 წლის კოპა ამერიკა MLS-ის სეზონს აღარ შეუშლის ხელს, ვინაიდან ლიგამ განაცხადა, რომ 2027–28 სეზონიდან კალენდარს შეცვლის და მსოფლიო სტანდარტებს შეუსაბამებს - სეზონი მაისში დასრულდება.


























