მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Costa Coffee-მ საქართველოში პირველი ფილიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნა

634eadd4450de
BM.GE
18.10.22 18:28
1759
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიამ Costa Coffee, რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოების 50-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა, საქართველოში პირველი ფილიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნა.

Costa Coffee საქართველოში მომხმარებლებს თავისი უნიკალური ცხელი და ცივი ყავის ფართო არჩევანს სთავაზობს. ასევე, Costa Coffee-ის მენიუშია ცხელი შოკოლადი, ჩაი, ცივი ფრაპე და ლიმონათი. სტუმრებს შეუძლიათ, დააგემოვნონ სენდვიჩები, სხვადასხვაგვარი წასახემსებლები, ნამცხვრები და ქართული კულტურის შთაგონებით მომზადებული ადგილობრივი დელიკატესების ფართო ასორტიმენტი.

„სასიხარულოა, რომ ცნობილი ბრენდი Costa Coffee საქართველოში მოღვაწეობას იწყებს სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს, დააგემოვნოს ძალიან გემრიელი ყავა. განხორციელდა 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია“, - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

Costa Coffee-ის პირველი ქართული მაღაზია, რომელსაც ოპერირებას TAV Airports-ის შვილობილი კომპანია BTA გაუწევს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში 287 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს.

TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია BTA დღეში 75 ათასზე მეტ ადამიანს მასპინძლობს 8 ქვეყნის 17 აეროპორტის 200-ზე მეტ მაღაზიაში.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები