მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცოტა დასვენება ნამდვილად არ მაწყენს, ამ სამი წლის განმავლობაში შვებულებით არ მისარგებლია"

5986bcb33d58d
BM.GE
06.08.17 11:00
1708
„ცოტა დასვენება ნამდვილად არ მაწყენს, ამ სამი წლის განმავლობაში შვებულებით არ მისარგებლია“, - ასე უპასუხა „საქმის კურსის“ კითხვას - სად აპირებს საქმიანობის გაგრძენებას, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, მომდევნო სამი თვე მერიაში აქტიური იქნება, რადგან ქალაქის მმართველობა ახალ მერს უნდა გადააბარონ.

„დასვენებამდე ჯერჯერობით დრო კიდევ რჩება. ეს აქტიური სამთვიანი პერიოდია. მიმდინარე პროექტების ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქალაქის მმართველობა ახალ მერს უნდა გადავაბაროთ. ცოტა დასვენება ნამდვილად არ მაწყენს, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდე მინისტრობის პერიოდში შვებულებით არ მისარგებლია“, - განაცხადა ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები