მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - საიდან გადაადგილდებიან ავტომობილები?

63bc4e08ee526
BM.GE
09.01.23 21:34
500
ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.

"კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების სქელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები