მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს

6329b19b593d1
ინგა მურუსიძე
20.09.22 18:37
993
საქართველოს პარლამენტში დღეს ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინეს. დეპუტატები მომავალი გენერალური აუდიტორისგან დაინტერესდნენ, თუ რა იქნება გამოწვევა მისთვის, უზრუნველყოფს თუ არა სათანადო გამჭვირვალობას, გაფართოვდება თუ არა აუდიტის საქმიანობა და ა.შ.

ყავლაშვილი ამბობს, რომ გაგრძელდება პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა, ვინაიდან მისთვის ეს უმნიშვნელოვანესია, ხოლო აუდიტის საქმიანობა გახდება მეტად ეფექტიანი.

ყავლაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს უყარა კენჭი და 87 ხმით, 1-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

შეგახსენებთ: ცოტნე ყავლაშვილმა ირაკლი მექვაბიშვილი შეცვალა. მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თავის მხრივ, ცოტნე ყავლაშვილი 15 წელზე მეტი დროის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები