სამხრეთ კორეული ელექტრონული კომერციის პლატფორმა, Coupang-ი 1,58 ტრილიონი ვონის ღირებულების კომპენსაციას გამოყოფს. ეს $1,18 მილიარდი აშშ დოლარია. კომპენსაციას ის მომხმარებლები მიიღებენ, რომლებმაც პერსონალური მონაცემების გაჟონვის შედეგად იზარალეს. შემთხვევა მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა, სადაც მილიონობით მომხარებლის პირადი ინფორმაცია კიბერშეტევის ორგანიზატორებს ჩაუვარდათ ხელთ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული კომპენსაცია ყველა დაზარალებულის საბანკო ანგარიშზე აისახება. ამ ნაბიჯით კომპანია მომხმარებლების ნდობის აღდგენას ცდილობს.
გარდა ფინანსური ანაზღაურებისა, კომპანიამ საკუთარი ონლაინ ინფრასტრუქტურის განახლებისა და კიბერუსაფრთხოების ზომების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტთა აზრით, კომპანიის ადეკვატური რეაქცია ამყარებს პრეცედენტს იმისა, თუ როგორ უნდა უპასუხოს კერძო სექტორმა სხვადასხვა გამოწვევებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში.


























