მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“COVAX-ის იმედად ყოფნა სტრატეგიული შეცდომა იყო”- ვახტანგ კალოიანი

60d8a888d759a
BM.GE
27.06.21 20:28
903
გასული კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა, რაც კლინიკებშუ 5000 დოზის დანაკლისს უკავშირდებოდა. ამის გამო, სახელმწიფომ ადამიანებს რომლებიც ამ ვაქცინის მეორე დოზაზე იყვნენ დარესტრირებული აცრაზე დროებით უარი უთხრა.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შექმნილი დეფიციტის მიზეზი COVAX პლატფორმიდან 43 000 დოზა ასტრაზენეკას შემოსვლის შეფერხება იყო. მისი განმარტებით, ეს დოზები ქვეყანაში 22 ივნისს უნდა შემოსულიყო თუმცა ვაქცინოს შემოტანა შეფერხდა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ COVAX პლატფორმის იმედად ყოფნა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. მისი თქმით, თავიდანვე აქტიურად უნდა დაწყებულიყო პირდაპირი კომუნიკაცია ვაქცინებისს მწარმოებლებთან.

“COVAX-ის ბიუროკრატიულ რისკებზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ამაში მოულოდნელი არაფერი იყო. ამიტომაც იყო სტრატეგიული შეცდომა, მხოლოდ კოვაქსის იმედად ყოფნა, რაზეც ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა. თვითონ ეს კონკრეტული ფაქტი, ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით არის სამწუხაროდ, მართვის პრობლემის კლასიკური მაგალითი. სასაცილო იქნებოდა, ამის უკან ადამიანების სიცოცხლე რომ არ იდგეს. იმ ფონზე, როცა ყოველ დოზა ვაქცინას უნდა ვსდიოთ, ვაქცინების გაბნევა, ტრაგიკული შეცდომაა,”-ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი.

27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო 253,988 ვაქცინა არის გაკეთებული. მათ შორის ბოლო 24 საათში აცრილთა რაოდენობა 2,267-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები