მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის პირობებში სამედიცინო სერვისების აუდიტი

BM.GE
21.06.22 09:37
465
სახელმწიფო აუდიტმა COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორის კონკრეტულ მიმართულებებზე იმუშავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ხარვეზებზე პანდემიის გამოცხადებამდეც მიუთითებდა, რომ 2017-2019 წლებში „ქვეყანაში არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, ხოლო ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა, ქმნიდა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერს“. 2019-2020 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანალიზმაც დაადასტურა სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრულ სერვისებზე შემცირებული მიმართვიანობა როგორც გადამდებ, ისე არაგადამდებ დაავადებათა შემთხვევებში. 

აუდიტორები რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ შესწავლას საჭიროებს რამდენად შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურება. ასევე, აუდიტის რეკომენდაციაა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, რომელშიც განსაზღვრული იქნება საბაზისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მომსახურებების უწყვეტობის ეფექტიანი მექანიზმები და ალტერნატიული გზები. 

სტუმარი: მარიამ ზაალიშვილი - სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები