მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის სურვილი 8 490 პირმა გამოთქვა - ჯანდაცვის სამინისტრო

605da0b88f762
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 13:05
2304
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული.

როგორც BM.GE-ის უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი, გასული ერთი დღის განმავლობაში კი 129 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, გუშინ სპეციალურ ვებგვერდზე - booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ. ამასთან 25 მარტს, 18:00 სააათიდან ვაქცინების გრაფაში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის გაჩნდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში AstraZeneca ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს, Pfizer-ით აცრის შესაძლებლობა კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები