Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 55-წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ - შესაბამისი გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო, რომელიც ახლახან დასრულდა. ინფორმაცია კი მედიიას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, აქამდე მედიკოსების გარდა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყო 65 წლის და ზევით ასაკის პირებისთვის, თუმცა, აცრაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა სწორედ 55 წლიდან-65 წლამდე ასაკის პირებში, ამიტომ აცრას უკვე ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს.
გარდა ასაკობრივი კატეგორიებისა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ დიალიზის პაციენტები და პირები, რომლებსაც ორგანოები აქვთ გადანერგილი.
აღნიშნული კატეგორიები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 5 აპრილიდან შეძლებენ.




























