მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVIDაფეთქება ყველაზე აცრილ სახელმწიფოში - ვითარება სეიშელის კუნძულებზე

BM.GE
18.05.21 12:16
576
სეიშელის კუნძულები, სადაც მოსახლეობის 60% „სინოფარმით“ და ასტრაზენეკათი აიცრა, კოვიდით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგების გამო, კვლავ შეზღუდვებზე გადადის. რატომ „იფეთქდა” ვირუსმა ხელახლა მსოფლიოს ყველაზე ვაქცინირებულ სახელმწიფოში? ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ის სწავლობს მონაცემებს და აკვირდება დინამიკას, რომელიც ყოველდღიურად მზარდია სეიშელის კუნძულებზე. 98 ათასი მოსახლოების მქონე ქვეყანამ, რომლის უმთავრესი შემოსავლის წყაროც ტურიზმია, ვაქცინაცია ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო და მარტში ხელახლა გახსნა საზღვრები, თუმცა გასული კვირიდან ქვეყანაში მოულოდნელად სწრაფად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. რატომ მოხდა, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მაგივრად სახელმწიფომ კოვიდაფეთქება მიიღო? ამაზე სეიშელის ოფიციალურ პირებს რამდენიმე პასუხი აქვს, თუმცა ფაქტია, რომ აქტიური შემთხვევებიდან ინფიცირებულთა 33% ორივე დოზით არის აცრილი და როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები და სეიშელის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, შექმნილი ეპიდვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „ვაქცინა არ მუშაობს“. 

სტუმარი: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის ექსპერტი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები