ამ ბლოკში კი საერთო სამუშაო სივრცეებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც თავის მხრივ არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ სივრცეში არიან წარმოდგენილები. ესენი შეიძლება იყვნენ ფრილანსერები, სტარტაპერები ან თუნდაც დიდი კომპანიის კონკრეტული ოფისის განყოფილება. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოში coworking სივრცეების ბუმი განსაკუთრებით 2019 წლიდან დაიწყო. დღეს უკვე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და თელავშიც კი გვხვდება სერვისზე ორიენტირებული მსგავსი ჰაბები, თუმცა ზრდის ტემპები ისეთივე მასშტაბური აღარ არის, როგორც ეს გასული 2 წლის განმავლობაში იყო.
სტუმრები: ჯინო დოლინი - “ტერმინალის” დირექტორი; გიორგი გვაზავა - "სფეის ზეტის" დამფუძნებელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































