მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CPJ ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს - დაჯილდოვდება სამი უცხოელი ჟურნალისტიც

649dbf3b589cd
ალა ისპირიანი
29.06.23 21:07
593
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ CPJ-მ გაავრცელა.

ნიკა გვარამიასთან ერთად ჯილდოს კიდევ სამი ჟურნალისტი მიიღებს. ესენი არიან:

-ფერდინანდ აიტე, ტოგოს საგამოძიებო გამოცემის L'Alternative-ის დირექტორი;
-შაჰინა კ.კ., ინდური ჟურნალის Outlook-ის უფროსი რედაქტორი;
-მარია ტერეზა მონტანიო, მექსიკური გამოცემის The Observer-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების მკვეთრი გაუარესების პირობებში, მთავრობების ზეწოლის, პატიმრობის, გატაცებებისა და გადასახლების საფრთხის მიუხედავად, ეს ადამიანები განაგრძობდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას."

CPJ-ის ამ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ წელს ეს ჯილდო ქართველს პირველად მიენიჭა:“ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ“ - დაწერა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები