მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: 8 პუნქტიდან შვიდზე ზეპირ დონეზე თანხმობა მიღწეული არ არის

5c973c8abdb75
ლიკა გურაბანიძე
24.03.19 12:11
697
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გადაცემა „ფორბსის კვირაში“ აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე 8 პუნქტიდან 7-ზე თანხმობა ზეპირ დონეზე მიღწული არ არის. საუბარია დოკუმენტზე, რომელზეც მთავრობასთან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფინანსებელი საერთაშორისო ინსტიტუტები საუბრობენ.

„ეს არის საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც ეხება საკმაოდ ვრცელ ხელშეკრულებას და მასში ცვლილებების შეტანას.ხოლო თითოეული მოთხოვნა უშუალოდ ბანკების მხრიდან დღესაც არ არის ჩამოყალიბებული. არის საკითხები პოზიცები, რაზეც ბანკებს მიაჩნიათ, რომ საკითხი ასე და ამგვარი სახით უნდა გადაწყდეს. ამ დოკუმენტშიც და ბანკების მხრიდანაც არის შემოთავაზება, რომ ამა თუ იმ თემაზე გარკვეული შეთანხმება უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერბალურ თემაზეც ვერ გვექნებოდა საუბარი.

თუმცა, ბანკებთანაც და კონსორციუმთანაც დეკემბერში გვქონდა მოლაპარაკება, როდესაც ცხადი გახდა, რომ პირველ ინავრამდე ვერ მოხდებოდა ამ პროცესის დასრულება. კონსორციუმსაც დავთანხმდით პროექტის გადავადებაზე, სწორედ იმიტომ, რომ კონსორციუმმა თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა ეს რეალობაა და უნდა ითქვას.

ყველა პუნქტში არის საკითხები რომელშიც მზად ვართ, რომ ვისაუბროთ, ამავე დროს ყველა ამ პუნქტში არის საკითხები, სადაც ჩვენთვის არის სირთულე. 8 პუნქტდან ორი პუნქტი გვაქვს, რომელიც უშაუალოდ გარანტიას ეხება. ერთი პუნქტი ე.წ. ტვირთების გარანტიაა - კონტეინერების რაოდენობა ნამდვილად არ წერია, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკები ითხოვენ, რომ მთავრობამ პორტის კომერციული რისკი დაფაროს. ამ შემთვევაში ჩვენ გზაზე და რკინიგზაზე არ ვსაუბრობთ, რადგან გზა და რკინიგზა მესამე პუნქტია და ამასთან დაკავშირებით საუბარი ცალკეა.

კერძოდ, ბანკები ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ზიანის კომპენსირებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბოლომდე ვერ მიიყვანს დროზე რკინიგზას და გზას. რაც შეეხება, ტვირთების გარანტიას, ეს კომერციული რისკების გარანტიაა და დაკავშირებული არ არის მაკრო ეკონომიკასთან, არც ფორს მაჟორთან, ეს უშუალოდ შემოსავლების გარანტიაა. პრობლემური აქ არის ის, რომ ეს ინვესტორის კომერიცული რისკების გარანტიაა. აქ რთული იქნება იმის გაცხადება, ამ გარანტიის და ტვირთბრუნვის ნაკლებობის რა ნაწილია რეგიონული პრობლემატიკით გამოწვევული, ხოლო რა ნაწილი არის გამოწვეული იმით, რომ ინვესტორი არ არის სათანადოდ ეფექტური“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები