მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტისთვის თანხების მოძიებაზე შეთანხმება შედგება

5d078966583bc
თათია ჩაფიჩაძე
17.06.19 16:35
1065
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მთავრობას, ინვესტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ფინანსური რესურსის მოძიებაზე საბოლოო შეთანხმება შედგება.

"ფინანსური დახურვის გადავადება მოხდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. იცით, რომ ეს ვადა თავდაპირველად განისაზღვრებოდა 2017 წლის 15 აგვისტოდ. შემდგომში, არაერთხელ გახანგრძლივება მოხდა. ამჯერად მთავრობამ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც წარმოებს საქართველოს მთავრობას, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, მიიღო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე ვადის გახანგრძლივებისა.

იმედი გვაქვს ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის შედგება შეთანხმება, ასევე ინვესტორი და საფინანსო ინსტიტუტები მოახერხებენ შეთანხმებას იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც იქნება ფინანსური რესურსების მოძიების წინაპირობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტისთვის", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლივებაზე მთავრობამ დღეს იმსჯელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები