ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი იყო გააზრება იმ იმედების, რომლებსაც ვამყარებდით სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაზე და ამავე დროს, იმ ერთიანობის აუცილებლობის გააზრება, რომელიც თან ახლდა ჩვენი ისტორიის განვითარებისთვის ყველა ასეთ მნიშვნელოვან ეტაპს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ისტორიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ისეთი ერთიანობით, რომელიც გამოვავლინეთ 9 აპრილს და ისეთი კონსოლიდაციით არის შესაძლებელი ქვეყნის განვითარება, მისი გაძლიერება და ეს გზავნილია მისთვის მნიშვნელოვანი.
„ჩვენ უნდა შევძლოთ განცალკევება ყველა იმ პოლიტიკური პროცესის, რომელიც სხვადასხვა მხარეს შეიძლება აწყობდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, იმ ძირითადი ამოცანისგან, რომელიც უნდა გვამოძრავებდეს და ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ამისკენ უნდა ვიყოთ მომართული. მთავარია, იმ პოზიტიური ენერგიის მობილიზება შევძლოთ, რომლითაც გამოვადგებით ჩვენ ქვეყანას,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, საუბარია საქართველოს გამოწვევებზე. ივანიშვილი ირწმუნება, რომ „ოცნების" მთავრობამ ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“. ასევე, მისივე შეფასებით, უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა მართავს.

























