მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ერთობლივად, რაც შესაძლებელს გახდის, კონსორციუმმა მიიღოს სესხი

5cd186358371b
თელარა გელანტია
07.05.19 17:19
1214
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მთავრობა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობენ, რათა მოხდეს პოზიციების დაახლოება და იმ მოთხოვნების ადაპტირება, რაც კონსორციუმის მხრიდან შესაძლებელს გახდის მიიღოს სესხი და დაიწყოს პორტის მშენებლობა.

„როცა ვადებზე ვსაუბრობთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმია ინვესტორი, რომლის ვალდებულებაა, მოიზიდოს დაფინანსება და ააშენოს პორტი. შესაბამისად, ძირითადი კითხვები არის კონსორციუმთან და იმის გათვალისწინებით, რომ მას დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილში, იძულებული გავხდით საერთაშორსო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში ჩავრთულიყავით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება “White & Case”-ს, ეს კომპანია მთავრობამ დაიქირავა იმიტომ, რომ გაუწიოს იურიდიული კონსულტაცია, პირველ რიგში, მოლაპარაკების პროცესში.

„ამ ეტაპზე ჩვენ მათგან რჩევა არ მიგვიღია. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე “White & Case”-ის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება და დაგვეხმარება,“ - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც პორტის მშენებლობის ტერიტორია კონსორციუმის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები